ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ხელჩუას მახლობლად ზარდიანთკარის მკვიდრი დააკავეს.

51 წლის გენადი ბესტაევი 21 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებისას, 9 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება, მარიხუანა ამოიღეს.

26 ნოემბერს ბესტაევის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრეს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ის არაერთხელ იყო დაკავებული. დე-ფაქტო ცხინვალის სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უკანონო დაკავების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მსგავსი თემები