ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ე.წ. „რესპუბლიკის“ მთავარმა ექიმმა ანა გაგლოევამ „სპუტნიკ-ოსეთიას“ განუცხადა.

მისივე თქმით, ოთხივე დაინფიცირებული პირი საკარანტინო სივრციდან არიან.

„კორონავირუსი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა. სამი მათგანი კურსანტია,“ – განაცხადა გაგლოევამ.

ცნობისათვის, ოფიციალური მონაცემებით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 42 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.

მსგავსი თემები