ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ, ორი გამშვები პუნქტი, გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი ორ გამშვებ პუნქტზე „მოსაბრუნსა“ და „სინაგურში“ ჩაკეტა.

სააგენტო “Res”-ის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი ოფიციალური თბილისის მიერ, დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტა, რომელიც ვითარების ნორმალიზების შემდეგ გაიხსნება. 

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეს ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

მსგავსი თემები