რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი გაიქცა.
შუახნის მამაცი, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
მას შემოწმების დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი ანალიზები აუღეს.
თუმცა, ვიდრე საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.
მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.