„ცოცხალი რომ გამოვიდა ციხიდან, ამას ვერ პატიობთ“ – საკრებულოს წევრი

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან ე.წ. ბოქლომების აქციას ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი ეხმიანება და ამბობს, რომ მერაბ ქვარაიას ციხიდან ცოცხლი გამოსვლას ვერ პატიობენ.

„იცით რა არის თქვენი პრობლემა? მერაბ ქვარაია რომ ცოცხალი გამოვიდა ციხიდან, ამას ვერ პატიობთ. შვიდი წელი აწამეთ კაცი და მაინც ცოცხალი და ძლიერი გამოვიდა იმ თქვენი საშინელებიდან და გებრძვით დღეს, აი ამას ვერ ინელებთ“ – ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა „პროტესტანტებთან“, რომლებიც დღეს ზუგდიდის მაჟორიტარი ბიუროს ბოქლომით მოადგნენ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მერაბ ქვარაია დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას მართავდა, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ და დეპუტატს პრესკონფერენციის დასრულების საშუალება არ მისცეს. როგორც ცნობილია, მერაბ ქვარაია ყოფილმა ხელისუფლებამ დააპატიმრა და 6 წელი და 6 თვე მოიხადა.      

მსგავსი თემები