ცოტნე გამსახურდია, შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას ექიმები უკვე მიიღეს.

როგორ კონსტანტინე გამსახურდიამ “მედიაცენტრ მთავარს” დაუდასტურა, ექიმთა ჯგუფი ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში გადაყვანის საკითხს აქტიურად განიხილავს.

კონსტანტინე გამსახურდია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს რომელ ქვეყანაზე და კლინიკაზეა საუბარი.

როგორც ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა “მედიაცენტყრ მთავარს” განუცხადა, კონსილიუმი უკვე შედგა, გადაწყვეტილებაც მიღებულია. განცხადება ამის შესახებ დღეს, 12 საათზე გაკეთდება.

“მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას დიდი ალბათობით გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.  

მსგავსი თემები