“ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზეა, ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება” – ექიმი

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიასთვის დამატებითი ოპერაციის გაკეთება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

„პაციენტს უგრძელდება მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა და არის სტაბილურად მძიმე. რამე ტიპის დამატებითი ჩარევა ამ ეტაპზე ისევე, როგორც გუშინ, დაგეგმილი არ არის. გამოკვლევები ჩატარებულია. ამ გამოკვლევების საფუძველზე გაწვდით ინფორმაციას, რომ რამე ტიპის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. კვლავინდებურად მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ექიმმა.

ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

მსგავსი თემები