ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“დადებითი დინამიკა გვაქვს. ორი-სამი დღეა დაიწყო ჭამა. აქამდე მხოლოდ ხელოვნურად იკვებებოდა. ეს არის თავისთავად დიდი პროგრესი. ასევე აქტიურად ამოძრავებს კიდურებსაც”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია თურქეთში ერთ-ერთი კლინიკის სარეაბილიტაციო ცენტრში გადის მკურნალობას.

„ჩვენ კლინიკიდან ცოტნეს გადაყვანა გვინდოდა ევროპის ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში. თუმცა კორონვირუსის გამო უარი გვითხრეს. როგორც კი ინფექცია გადაივლის ცოტნეს ევროპაში გადავიყვანთ. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რამდენიმე კლინიკასთან“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

მსგავსი თემები