“ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მისი ბავშვობის მეგობარია” – ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთი, პეტრე ყუფარაძე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარია. ამის შესახებ  ყუფარაძის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებიდან 3 პირი სარფის საზღვართან დააკავეს. მათ შორის არის მძღოლი, რომელსაც მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული და კიდევ ერთი პირი მიჰყავდა საზღვრისკენ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

მსგავსი თემები