ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს კლინიკაში გადაიყვანენ

ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილს ციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კვირის ბოლომდე გადაიყვანენ. როგორც „მედიაცენტრმა მთავარმა“ გაარკვია, ციხის ადმინისტრაციამ დაკავებულის ადვოკატის თხოვნა დააკმაყოფილა.

აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ მსჯავრდებულის ადვოკატმა რომან ნადირაძემაც დაუდასტურა.

„გიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, რადგან ფეხზე პირველი ოპერაცია მას სწორედ ამ კლინიკაში ჩაუტარდა. მისი გადაყვანის საკითხი მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება.  მას ფეხზე მეორე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და ჩვენი მოთხოვნა იყო მომხდარიყო შესაბამისი გასინჯვა და შემდეგ ოპერაციული ჩარევა. ციხის ექიმმა თვითონ მოგვცა  რეკომენდაცია, რომ რადგან ოპერაცია გაკეთებულია პირველ საუნივერსიტეტი კლინიკაში, სწორედ იქ მომხდარიყო სათანადო შემოწმებაც და შემდგომი ჩარევაც“ – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

ადვოკატის ინფორმაციით, საკითხი გადაწყვეტილია, შესათანხმებელია მხოლოდ ტექნიკური დეტალები.

„მერვე დაწესებულების მთავარი ექიმისგან მივიღე წერილობითი სახელო, რომ ჩვენი განცხადება დაკმაყოფილდა. გადაყვანასთან დაკავშირებით შესათანხმებელია მხოლოდ  ტექნიკური საკითხი.  გაყვანა ციხის საავადმყოფოში ფეხზე კი გადაუღეს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, თუმცა, გვითხრეს, რომ შესაბამისი კვლევები მათ შესაძლებლობებს აღემატება და უმჯობესია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ოპერატორმა ექიმმა გასინჯოს, რის შემდეგაც გადაწყდება შემდგომი ოპერაციის საკითხი,“ –  ტატო ღარიბაშვილის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ტატო ღარიბაშვილს ბრალი ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს.

მსგავსი თემები