ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა, დაჭრილს ოპერაცია უტარდება 

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზიად გამსახურდიაც ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მას ამ ეტაპზე ურთულეს ოპერაციას უტარებენ. ქირურგთა ჯგუფი მის გადასარჩენად მუშაობს.

როგორც სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, ამ წუთებში ცოტნე გამსახურდიას დედა, მანანა გამსახურდია მივიდა. კლინიკაში იმყოფებიან ცოტნე გამსახურდიას ძმა კონსტანტინე გამსახურდია და ახლობლები.  

მას ჭრილობა  ბასრი საგნით აქვს მიყენებული. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მდგომარეობა მძიმეა.

„ცოტნე გამსახურდია ვერაზე, გალის ქუჩა 19-თან დაჭრეს, მისი მდგომარეობა რთულია, აქვს 1 ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ასევე თავი აქვს გახეთქილი. პირველადი მონაცემებით, ეს არის დანისებრი ბასრი საგანი, ჭრილობა საკმაოდ საშიშია“ – განუცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საღამოს, კონსტანტინე გამსახურდია საკუთარ სახლთან დაჭრეს.  ის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.

მსგავსი თემები