ცოტნე გამსახურდიას ესმის, ინფორმაციას ამუშავებს და ასრულებს  

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ პოზიტიურია. როგორც მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას ესმის და დავალებასაც ასრულებს.   

„შეინიშნება მცირე დადებითი დინამიკა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში. ანამ, ცოტნეს რამდენჯერმე გაუმეორა ერთიდაიგივე დავალების შესრულება, როგორიცაა ხელის მოჭერა. ცოტნემ ყოველ ჯერზე შეასრულა ეს თხოვნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი მისი მდგომარეობის განსასაზღვრად, მას ესმის, ინფორმაციას ამუშავებს და ასრულებს. ამჟამად ვიმყოფებით ახალი ტომოგრაფიის მოლოდინში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ცოტნეს უახლესი მდგომარეობა დადგინდეს და შემდგომი მკურნალობაც დაიგეგმოს“ – განაცხადა ჯაბა კვარაცხელიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, ცოტნე გამსახურდიას კომპიუტერული ტომოგრაფია ხვალ ჩაუტარდეს. „ამ ეტაპზე, ხელოვნური კომიდან გამოყვანილია და არის კონტაქტური. კომპიუტერული ტომოგტაფია კარგად აჩვენებს დაზიანების კერებს და არ გამოვრიცხავ, რომ ხვალაც ჩატარდეს“ – განაცხადა ჯაბა კვარაცხელიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.     

მსგავსი თემები