“ცოტა ლოგიკასთან აქვს პრობლემები ქალბატონ სალომეს” – დავით ჭიჭინაძე

„მე მგონი ძალიან ცდება საქართველოს პრეზიდენტი და შეურაცხყოფას ნუ აყენებს ამ ქვეყანას”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ლოგიკასთან აქვს პრობლემები.

“არადა,  თითქოს დიპლომატია, თითქოს გამოცდილებაც აქვს და ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, როგორც ვატყობ, ცოტა ლოგიკასთან აქვს პრობლემები ქალბატონ სალომეს. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ნააზრევს არ აჟღერებს, რადგან ხშირად მინახავს, მისი განცხადებების შემდეგ, რთულ მდომარეობაში აღმოჩენილი „ოცნება“.

ეს ყველაფერი კი იმის შედეგია, რომ ჩვენს  პრეზიდენტს ამ ქვეყანაში არ უცხოვრია იმ მძიმე პერიოდში, როდესაც ჩვენ მართლა კოლონია ვიყავით, თორემ ეცოდინებოდა სიტყვა კოლონიის მნიშვნელობა. ის იმ ქვეყანაში ცხოვრობდა, რომელსაც კოლონიები ნამდვილად ჰქონდა, ამიტომ შეადაროს ახლა ის მდგომარეობა და დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა. ასე რომ, ძალიან ცდება საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები