„ციცინათელების ქვეყანას“ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ეტლი და საჩუქრები გადასცეს

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, ბავშვთა ჰოსპისში –  „ციცინათელების ქვეყანა“ იმყოფებოდა, რომელსაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ეტლი და საჩუქრები გადასცა.

მაჟორიტარი დეპუტატი ადგილზე გაეცნო ჰოსპისის მუშაობას. სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა მახათაძემ მას დაათვალიერებინა პალიატალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ყველა სერვისი, რომელიც ჰოსპისში არსებობს. ამჟამად ცენტრში დარეგისტრირებულია 50 ბავშვი.

ავთანდილ ცინცაძემ ცენტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და ყველა პრობლემურ საკითხში დახმარებას დაჰპირდა. მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ჰოსპისში საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა”, რომელიც პალიატიურ მზრუნველობას ახორციელებს 0-18 წლამდე ბავშვებისთვის. ჰოსპისი 3 მიმართულებით მუშაობს: 1. სტაციონარი 24 საათი; 2. შინ ზრუნვა 3. დღის ცენტრი. ცენტრის  მიზანია უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა და მათი ოჯახის წევრების თანადგომა. ჰოსპისი შემოწირულობებით საშუალებით მუშაობს.

მსგავსი თემები