“ციანიდის საქმესაც შევეხეთ” – „კონსპირაციული შეხვედრის“ მონაწილეების პირველი განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“

უფლებადამცველებმა გელა ნიკოლაიშვილმა და ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და იმ. ე.წ. კონსპირაციულ შეხვედრებზე ისაუბრეს, რაც ნანა კაკაბაძის საცხოვრებელ ბინაში იმართებოდა.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, მსგავსი შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ეს მხოლოდ ნანა კაკაბაძის ბინაში არ მომხდარა.

„რა კაცია ეს ე.წ. თეოლოგი, რა პოზიციები ჰქონდა მაშინ და და აქვს დღეს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ადამიანთა ჯგუფმა, სამოქალაქო აქტივისტებმა გადაწყვიტეს ოფისის დაქირავება, რომ არ გაემარჯვა „ნაც. მოძრაობას“ და ეს „კონსპირაციულ ოფისად“ მოიხსენიეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად ვიკრიბებით და ვიკრიბებით და ბუნებრივია, ვმსჯელობდით და ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხებზე, რა არის აქ პრობლემა და სად არის კონსპირაცია?“ – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, რა საკითხები იკრიბებოდა ამ შეხვედრებზე, იყო თუ არა „ციანიდის თემა“ განხილული და მეუფე პეტრესთან დაკავშირებული  და ზოგადად, რა აზრი ჰქონდა ამ შეხვედრებს, გელა ნიკოლეიშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციის პირდაპირი მოვალეობაა.

„შეხვედრებზე  ძირითადად შექმნილი სიტუაციის  ანალიზი ხდებოდა. მაგალითად, როგორია ადამიანების უფლებათა მდგომარეობა, სად გვაქვს პრობლემა და რა მიმართულებით უნდა გავაქტიურდეთ. მათ შორის, პირად საუბრებში, ციანიდის საქმესაც შევეხეთ. არა მხოლოდ ნანა კაკაბაძის სახლში, არამედ სხვა ადგილებშიც ვიკრიბებოდით. ეს ადამიანი, ტიგინაშვილი, იქ იყო მოსული როგორც თეოლოგი, გვაინტერესებდა მისი, როგორც ნეიტრალური ადამიანის მოსმენა შექმნილ ვითარებაზე. მისი დღევანდელი ბრალდებები აბსოლუტური სისულელეა, რომ, თითქოს. ე.წ. კონსპირაციულ შეხვედრაზე „ციანიდს საქმის“ სცენარი და მისი პეტრე ცაავასთან დაკავშირების საკითხი განიხილებოდა“ – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ და თეოლოგის წერილიდან ამონარიდიც წაიკითხა, სადაც ის საქართველოს პატრიარქს ძალიან აქებს და და ცაში აჰყავს.

შეგახსენებთ, რომ თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი  ადამიანთა ჯგუფს კონსპირაციული შეხვედრების ორგანიზებასა და მონაწილეობაში ადანაშაულებს  და ამბობს, რომ ისინი ხელისუფლებისა და საპატრიარქოდან იმართებოდნენ. მისივე განცხადებით, ამ ადამიანების დავალება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და იმ გზავნილების გაჟღერება იყო, რასაც ისინი ხელისუფლებისა და საპატრიარქოსგან ღებულობდნენ. მისივე თქმით, ამ ჯგუფის ფარული მიზანი მიხეილ სააკაშვილის მეუფე პეტრესთან და “ციანიდის საქმესთან” დაკავშირება იყო.

მსგავსი თემები