“ცდებით, როცა ამბობთ, რომ ცხინვალზე კონტროლს რუსეთი ახორციელებს” – ანდრეი რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს იმედი აქვს, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება, თუმცა, მისი თქმით, დაკავებული რუსეთის ფედერაციაში არ იმყოფება.

ჟურნალისტებმა რუდენკოს შეახსენეს, რომ სწორედ რუსეთის ფედერაციაა ის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონზე კონტროლს ახორციელებს. პასუხად კი დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცდებიან.

„ეს საკითხი განიხილება ამ შეხვედრაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, დასვას შეკითხვები და მიიღოს პასუხები. გაფრინდაშვილს ოჯახს კი ვეტყვი, რომ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება და ის თავის ოჯახს დაუბრუნდება“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

მსგავსი თემები