“ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები უნდა იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ გლობალურ კონკურენციაში” – გიორგი გახარია

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლების რეფორმა არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. სისტემური რეფორმირება განათლების სისტემის, რომელიც დაიწყო, გრძელდება და ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი უნდა დაემუქროს, ეს რეფორმა უნდა გაგრძელდეს.

რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს დამატებით ახალ დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებებზე ორიენტირებული, სწავლების სხვადასხვა სისტემებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით არავინ არ იცის, პოსტპანდემიური მსოფლიო როგორი იქნება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ გლობალურ კონკურენციაში.

ეს არის ჩვენი მომავალი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა იყოს დასრულებული წარმატებულად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები