“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია დიდ გასაჭირშია” – ილია მეორე

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს კვირაცხოვლობა სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, – კვირაცხოვლობას. ეს უდიდესი დღესასწაულია. მრავალი ტაძარი იყო აშენებული კვირაცხოვლობის სახელზე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი-ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. დღეს იყო წაკითხული სახარება. უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან დაკეტილი კარიდან და უთხრა, „მშვიდობა თქვენდა!“. მიიღეთ სულიწმინდა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად“ – ასე მიმართა პატრიარქმა მრევლს.

მსგავსი თემები