ჩოხა–ახალუხის ტარებისა და მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიცია და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი დღეიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებენ.

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი“ – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“.

მსგავსი თემები