ჩიჩხიტურიც და უდაბნოს მონასტერიც დაკეტილია, გარეჯში ორი მხარის აქტივისტები იკრიბებიან

“დიახ, არც თქვენ და არც მე არ შეგვშლია – გუშინ გაღებული ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი მხოლოდ “გადმოგდებული ძვალი” აღმოჩნდა. მიზეზად კი უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანულ მხარესთან დაგეგმილი შეხვედრა სახელდება” – აღნიშნულ „პოსტს“ დავით ქაცარავა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარეჯში ხვალ აზერბაიჯანელი ახალგაზრდები და აქტივისტები დროშებით აპირებენ ასვლას და აქციის გამართვას აზერბაიჯანის დასაცავად.

ერთ-ერთი ინფორმაციით, მონასტრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვის მიზეზი სწორედ ის არის, რომ მეზობელ აზერბაიჯანელებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს.

ხვალ აზერბაიჯანი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს. აზერბაიჯანელი აქტივისტები კი ამ დღის აღნიშვნას გარეჯში გეგმავენ. ხვალ, გარეჯში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ჩადიან.

ადგილზე ჩასვლას ქართველი სამოქალაქო აქტივისტებიც გეგმავენ.

მსგავსი თემები