„ჩინჩალაძეს პრემიერ-მინისტრობა ხომ არ შევთავაზოთ? არ მოვიჭრათ თავი დუნიაზე“ – ადა მარშანია

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ადა მარშანია პარლამენტის ტრიბუნიდან იმ კანონპროექტს აკრიტიკებს, რომელიც მოსამართლეების დამტკიცებას ეხება. დეპუტატი აქცენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას აქილიკებს და მოქმედი პრემიერ-მინისტრის მიხეილ ჩინჩალაძით ჩანაცვლების ინიციატუვით გამოდის.

„მთლად დუნიაზე ნუ მოვიჭრით თავს ეს მოწვევის პარლამენტი… ვინ ყოფილა ეს ბატონი ჩინჩალაძე, რა თვისებების მატარებელი აღმოჩნდა ეს ბატონი ვინმე ჩინჩალაძე? თუ უვარგის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე ? თუ ეს ერთობლივია? თურმე, რა უნარი ჰქონია ამ ბატონს მობილიზების, ერთად დგომის, ბრძოლის… მივიღეთ ბასტიონი. გააფრთებულად რომ ეწინააღმდეგება პარლამენტს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და მოსახლეობის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ ადამიანს პრემიერ-მინისტრის ადგილი ხომ არ შევთავაზოთ? თურმე რა ზე-უნარ ჩვევებით არის ეს ადამიანი დაჯილდოვებული და არა მარტო ის, არამედ, იუსტიციის საბჭოს წევრები. რა ხდება ჩვენს თავს? არ მო-ვი-ჭრათ თავი დუნიაზე, პარლამენტის წევრებო“, – ასე მიმართა ადა მარშანიამ კოლეგებს პარლამენტში.

მსგავსი თემები