ჩინეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქ უხანში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ

ჩინეთში გავრცელებული ვირუსის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საქართველოს საელჩო. დიპლომატიურმა უწყებამ ჩართო ცხელი ხაზიც.

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქ.უხანში (Wuhan) გამგზავრებისაგან, ვინაიდან ქ. უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.

გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან.

ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635″, – ნათქვამია ჩინეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები