ჩინეთში საკარანტინო შენობის ჩამონგრევას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 29-ს კი ამ დრომდე ეძებენ

ჩინეთში, ფუჯიანის პროვინციაში საკარანტინოდ გამოყოფილი სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 29-ს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შენობის ნანგრევებში 71 ადამიანი დარჩა, მათგან 38 უკვე გამოიყვანეს. ნგრევის მიზეზი ამ დრომდე არ არის ცნობილი.

CNN წერს, რომ მაშველების მიერ გადარჩენილებს შორის პატარა ბავშვიც არის, მშობლებთან ერთად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

უბედური შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:30 საათზე მოხდა. ჩინური მედია წერს, რომ შენობაში მოთავსებული იყვნენ პირები, რომლებსაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ. შენობის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები