ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე, სამშობლოში ხვალ დაბრუნდება

ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას ინფორმაციით, ჩინეთში, ქალაქ იაგჭოუში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც დახმარებას ითხოვდა, საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

„ისინი პეკინის დროით დღეს საღამოს მოემგზავრებიან საქართველოში და ხვალ იქნებიან თბილისში. დარჩენილია რამდენიმე ავიარეისი, და ისინი ერთ-ერთით ბრუნდებიან სამშობლოში. საბედნიეროდ, უხანში ჩვენი თანამოქალაქეები ჯანმრთელად არიან, თავს კარგად გრძნობენ და გრძელდება ის სანიტარული და პრევენციული ზომების მიღება, რომელიც აუცილებელია როგორც უხანში, ასევე ჩინეთში. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვრჩებით მათთან. საელჩოს ინფორმაციით, უხანში საკვებისა და სასმელი წყლის პრობლემა არ არის. ქალაქი უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი საშუალებით. იქ, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, გრძელდება უპრეცედენტო სანიტარული ზომების მიღება“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ჩინეთის დატოვებას ფინანსური მიზეზებით ვერ ახერხებდნენ.

მსგავსი თემები