ჩინეთში, კორონავირუსის სამკურნალო კლინიკა 48 საათში გაიხსნა

პირველი კლინიკა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ დაპროექტდა, ჩინეთში, ქალაქ უხანის მახლობლად დღეს გაიხსნა.

1000 კაციანი კლინიკა მუშებმა და მოხალისეებმა 2 დღეში ააშენეს.

კორონავირუსით ინფიცირებული, პირველი პაციენტი, დღეს ადგილობრივი დროით 22:30 საათზე შეიყვანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კლინიკის პროექტი 48 საათში დასრულდა, რასაც თანამედროვე შესაძლებლობების წყალობით მიაღწიეს.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები