“ჩინეთმა ქვეყნების საფრთხის ქვეშ დააყენა, დამალა ვირუსის შესახებ სიახლეები, გააჩუმა ან „გააქრო“ ექიმები“ – სკანდალური კვლევა

სადაზვერვო ალიანსმა „ხუთი თვალი“ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლითაც, „ახალი კორონავირუსის“ გავრცელებასთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობის ბრალეულობა იკვეთება.  დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთმა „კორონავირუსის“ შესახებ მტკიცებულებები დამალა ან გაანადგურა.

დოკუმენტში მითითებულ ფაქტებს „The Saturday Telegraph“-მა ვრცელი ანალიზი დაუთმო, სადაც საუბარია, რომ რომ ჩინეთის მთავრობამ მსოფლიოს ქვეყნები საფრთხის ქვეშ დააყენა, დამალა “კორონავირუსის” შესახებ სიახლეები, გააჩუმა ან „გააქრო“ ექიმები, რომლებიც ალაპარაკდნენ, გაანადგურა ლაბორატორიაში ვირუსის მტკიცებულებები და უარი თქვა ბიომასალები გადაეცა იმ საერთაშორისო მკვლევარებისთვის, რომლებიც ვაქცინაზე მუშაობდნენ.

კვლევის მიხედვით, „ახალი კორონავირუსი“ რომ ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა, ამის შესახებ ჩინეთის მთავრობისთვის 2019 წლის ბოლოს უკვე ცნობილი იყო. ასევე, როგორც კვლევაშია ნათქვამია, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტის ბრძანებით,  განადგურდა  „კორონავირუსის“ ნიმუშები.

სადაზვერვო ალიანსის  – „ხუთი თვალი“  შემადგენლობაში არიან: აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის სპეცსამსახურები.

მსგავსი თემები