ჩინეთმა საქართველოს 1000 ცალი კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა

ჩინურმა მხარემ საქართველოს კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. კერძოდ, საქართველოს გადაეცემა დაახლოებით, 420 ათასი დოლარის ღირებულების 1000 ცალი სწრაფი ტესტი, შესაბამისი აღჭურვილობით.

ჩინეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ტესტი, ასევე, გამოიყენება სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

მსგავსი თემები