ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე ზედმეტად მწვავე რეაქციის გამო აკრიტიკებს

ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე ზედმეტად მწვავე რეაქციის გამო აკრიტიკებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰუა ჩუნინის განცხადებით, აშშ-ის ქმედებებმა შესაძლოა მხოლოდ შიშის შექმნასა და ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

ამასთან, საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, აშშ-მა ჩინეთის მიმართულებით არანაირი დახმარება არ გამოხატა.

23 იანვარს, აშშ-ის ხელისუფლებამ ხუბეის პროვინციიდან დიპლომატების ნაწილობრივი გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა ჩინეთიდან დიპლომატების ოჯახების 21 წლამდე ასაკის მქონე ადამიანების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-მა ასევე გადაწყვიტა, უარი უთხრას ნებისმიერ უცხოელს ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ.

მსგავსი თემები