ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ფილიპინებში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი ტიპის ვირუსით ადამიანი ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაიღუპა. 

გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი მამაკაცი, რომელიც ფილიპინებში ქალაქ უხანიდან იანვარში მეგობარ ქალთან ერთად დაბრუნდა, რომელსაც ასევე დაუდგინდა კორონავირუსი.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 305-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 14 300-ია. კორონავირუსი მსოფლიოს 25 ქვეყანაში დაფიქსირდა.

მსგავსი თემები