ჩინეთის გარეთ, “კორონავირუსის” 159 შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთი „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მხრივ ისევ ძალიან მაღალ დონედ რჩევა, ხოლო გლობალურად, ქვეყნები მაღალ დონეს იკავებენ.

რაც შეეხება ჩინეთის გარეთ დაფიქსირებულ „ახალი კორონავირუსის“ შემთხვევებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დადასტურებულია 159 შემთხვევა, მათ შორის, 6 ახალი, რომელიც 24 საათში გამოვლინდა.

ვირუსი, მთლიანობაში,  გავრცელებულია 23 ქვეყანაში და ჩინეთის გარდა, გარდაცვალება მხოლოდ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება რისკის ზონებს, ჩინეთი ისევ და ისვე ძალიან მაღალ დონედ ითვლება, ასევე მარალ დონედ ითვლება მთლიანი რეგიონი, ხოლო გლობალირად, სხვა ქვეყნები, ასევე მაღალმაჩვენებელში რჩებიან.    

მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები