“ჩვენ შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია ოპოზიციისთვის” – არჩილ თალაკვაძე

“საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას კომპრომისული ვერსია შევთავაზეთ”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

მისი თქმით, ოპოზიციასთან დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის მზადება მიმდინარეობს.

„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია ოპოზიციისთვის, ეს არის 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მკვეთრად მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე ვემზადებით დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციული.

შემდეგ რაუნდზე ჩვენ ველოდებით კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზების. თუ არ დათანხმდება ამ შემოთავაზებას და ვერ მოხერხდება შეთანხმება, მოხდება ის, რომ არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემის ფარგლებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები