“ჩვენ ოპოზიციასთან გავაფორმეთ ორი შეთანხმება და ორივე ზედმიწევნით სრულდება” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გავაფორმეთ ორი შეთანხმება ორ თემასთან დაკავშირებით და ორივე შეთანხმება ზედმიწევნით სრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრას არ შეეხება.

“რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, ეს არის მათი პოლიტიკური უფლება და მათ შეუძლიათ ისარგებლონ მათი პოლიტიკური უფლებით, ჩვენ ამაში ბუნებრივია, ვერ ჩავერევით.

მე ვფიქრობ, ბოიკოტი არ შეეხება კენჭისყრას საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს პრინციპული შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. ბუნებრივია, ბოიკოტის რეჟიმში ეს ვერ შესრულდება. შესაბამისად, კენჭისყრას არ უნდა დაუკავშირდეს ბოიკოტი და ალბათ, ასეც იქნება,” – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები