„ჩვენ მივიღეთ ხელახალი ოკუპაცია… არ უნდა შემოუძღვე რუსულ ჯარს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ ოკუპაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანამ მეტი ტერიტორიები დაკარგა.

„როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი, სახელმწიფოს მართავ და შენს ხალხზე ზრუნავ, იღებ პასუხისმგებლობას ხალხზე, შენ უნდა იყო ვალდებული, რომ დაიცვა შენი მოქალაქეები და სახელმწიფო და არ დაკარგო ტერიტორიები. შენ თავიდან უნდა აიცილო ის დიდი განსაცდელი, როგორიც არის ტერიტორიების ოკუპაცია და არ უნდა შემოუძღვე, ასე ვთქვათ, რუსულ ჯარს. ჩვენ მივიღეთ ხელახალი ოკუპაცია, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების, ვიდრე იყო მანამდე, ეს შედეგია. საზოგადოება ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და ჩვენი შეხსენება ამას არ სჭირდება”, – აცხადებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

​მისივე შეფასებით, მართალია, ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორ მივედით ომამდე: „ჩვენს ტერიტორიებზე ვერ დავიწყებდით ომს. მაგრამ, იქამდე როგორ მივედით, როგორ მივიდა სააკაშვილი, როგორ მართა იმ გუნდმა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს დაბრუნების პრეტენზია, მე ამ კონტექსტში შევეხე ამ თემას”.

მსგავსი თემები