“ჩვენ მე-3 კვირა დავასრულეთ და შევდივართ პრე-კრიტიკულ ფაზაში” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პიკური პერიოდი მე-6, მე-7 კვირაში იწყება. მისივე თქმით, ჩვენ ახლა პრე-კრიტიკულ ფაზაში შევდივართ .
„ძირითადი პიკური პერიოდი იწყება ხოლმე, მე-6, მე-7, მე-8 კვირას პირველი შემთხვევის დადასტურებიდან. შესაბამისად, ჩვენთან პირველი შემთხვევიდან, კორონავირუსის დადასტურებიდან 3 კვირა გუშინწინ დამთავრდა. 26 თებერვალს დავადასტურეთ ჩვენ პირველი დადებითი შემთხვევა საქართველოში. ამიტომ, ჩვენ ახლა მე-3 კვირა დავამთავრეთ და ამიტომაც გუშინწინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მე გავაჟღერე ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ შევდივართ გარკვეულად პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები