“ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის” – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იქადაგა.

პატრიარქმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა:

„წარმოადგინეთ, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ, ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა მადლი ღვთისა. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა, ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები, მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლობა ღვთისა და ჩვენ უნდა მადლობა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა მოეფინა 12 მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა მრევსლ მოუწოდა, რომ  ყველამ საკუთარ თავში იპოვოს „მადლი ღვთისა:“

„წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორად თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა, ეს მე მგონი 32-ე შემთხვევაა. 33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით, ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსთვის, ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო კორონა, სენი შუა აზიის ხალხს, ღმერთმა ყველას აშოროს და ყველას მოეხმაროს, ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი. მე მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომლებმაც გამოიარეს ეს გზა. როგორ შესძლო მცირეწლოვანმა ქალიშვილმა წმინდა ნინო გამოევლო ეს შორი გზა. მათ დაურიგდებათ სიგელები“, – განაცხადა პატრიარქმა.

მსგავსი თემები