“ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს პაკეტები ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი” – ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეებს, როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე, ასევე მათ ეკონომიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ყველა მოქალაქის დახმარება და მათ სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვა.

„დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება იმ პრეზენტაციას, რომელიც რამდენი დღის წინ გაიმართა კანცელარიაში, რომელიც წარადგინა პრემიერ-მინისტრმა. დეტალურად წარმოგიდგენთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც უახლოესი დღეებიდან გატარდება ჩვენს სამინისტროში და რომელიც შეეხება სოციალურ დახმარებებს, იმ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც კოვიდინფექციიდან გამომდინარე განიცადა ეკონომიკური ზიანი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ, ვიზრუნოთ მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეებს, როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე, ასევე მათ ეკონომიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობაზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის გუნდმა დეტალურად იმუშავა ყველა საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ვეცადეთ, ეს პაკეტები ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი, რათა ჩვენს არც ერთ მოქალაქეს არ გასჩენოდა უსამართლობის შეგრძნება და ჩვენც გვქონოდა საშუალება, ხელმისაწვდომი გაგვეხადა მიზნობრივი დახმარება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენ ვიაზრებთ, რომ შეიძლება ეტაპობრივად იყოს ხარვეზები, მაგრამ გპირებით, რომ ნებისმიერი ხარვეზი იქნება უმოკლეს დროში გამოსწორებული. ერთობლივად ჩვენს კომისიასთან ერთად, რომელიც დეტალურად მოახდენს დოკუმენტაციის განხილვას, შევეცდებით, უმოკლეს დროში ხელმისაწვდომი გახდეს დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის დაცვასა და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას მოხმარდება 350 მილიონი ლარი, რაც არის უპრეცედენტო თანხა და ეს მნიშვნელოვნად კარგ ეფექტს იქონიებს სისტემის განვითარებაზე.

„სოციალური დახმარებისა და მიზნობრივი პაკეტებისთვის ჩვენ გვაქვს გამოყოფილი მილიარდ ლარზე მეტი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყოველივე ამით მინიმალურად მაინც შევძლებთ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განახცადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები