„ჩვენ დავდექით პარალიზების წინაშე“ –  „ილუზიების მუზეუმისა“ და „ჰოლოზეუმის“  მიმართვა (ვიდეო)

„გახსნის დღეს მოგვიწია დახურვა. 4 თვიანი პარალიზების შემდეგ, ვცდილობთ ხალხი მოვაბრუნოთ. ხვალ ვიხსნებით, დასაბრუნებელი ვართ ბაზარზე“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში  „ილუზიების მუზეუმისა“ და „ჰოლოზეუმის“ პროექტის იდეის ავტორმა ლევან ბახიამ გააკეთა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც დღეს მუზეუმებს დაუდგათ.

„ჩვენი მუზეუმები: „ილუზიების მუზეუმი“, „ჰოლოზეუმი“ და „სფერო“ განსაკუთრებული სიძნელეების წინაშე იდგნენ. თითქმის არსებობა – არ არსებობის ზღვრამდე მივედით. ახლა კი, როცა როცა ქვეყანა „post covid“ გახსნის ბოლო ფაზაში შედის, ჩვენც გადავწყვიტეთ ბაზარზე დაბრუნება. ​”ჰოლოზეუმის” გახსნა, კოვიდის გამოჩენის დღეს დაემთხვა და მიუხედავად იმისა რომ ჩვენს შესახებ მსოფლიოს არაერთმა მედიამ აღფრთოვანება გამოხატა, ქართველ მომხმარებელს არ უნახავს ჩვენი გამოფენა“ –  აღნიშნა ლევან ბახიამ.

ბახიამ ყველაზე მთავარი პრობლემად სწორედ სახლში ყოფნა დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს გადასალახია.

„ადამიანები შევეჩვიეთ სახლში ყოფნას და ადამიანებს გონებაში გადასალახი აქვთ,  რომ გავიდნენ და გაერთონ. სწორედ  ეს არის ცენტრალური პრობლემა. ხალხი დასაბრუნებელია და სიცოცხლე გასაგრძელებელია“ – განაცხადა ბახიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 1 ივლისს, 16:00 საათზე, მედიის წარმომადგენლებისთვის მუზეუმის ღია კარის დღე მოეწყობა. ბეთლემის 10-ში ტელევიზიის, პრესის და მასობრივი მედიის ყველა წარმომადგენლისთვის საჭირო და საინტერესო საუბარი შედგება.

მსგავსი თემები