“ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან” – იენს სტოლტენბერგი

“ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორობა მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში წვრთნებს.

„პარტნიორობის გაღრმავება ასევე მოიცავს ერთობლივ მუშაობას ჰიბრუდული საფრთხეების წინააღმდეგ და საჰაერო მიმოსვლის მონაცემების გაზიარებასაც, რომ გავხადოთ საჰაერო სივრცე ყველასთვის უფრო უსაფრთხო“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები