„ჩვენ არ ვამბობთ, რომ სასამართლო აუცილებლად პატიმრობას გამოიყენებს“ – პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, შესაძლოა, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით საპატიმრო სანქცია არ გასცეს.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოსუფროსის  ამირან გულუაშვილის განმარტებით,  ნიკანორ მელია  ბრალის გასაცნობად პროკურატუტაში არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამას კანონი ავალდებულებდა.

„კანონი ავალდებულებს პირს, დაბარებისთანავე გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოში, გაეცნოს დადგენილებას ბრალდების შესახებ.  თუმცა, ნიკა მელია არ გამოცხადდა. კანონი ავალდებულებს პირს, რომ გირაოში ყოფნის დროს, უნდა დაიცვას კანონი , თუმცა, მან კანონი არ დაიცვა. აქედან გამომდინარე, მოცემული სამართლებრივი სივრცე და შესაძლებლობები, ის მექანიზმები, რომლებიც არსებობს  კანონმდებლობაში, სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე არ იძლევა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიყენებს პატიმრობას… რაც გადაწყვეტს, ეს სასამართლოს შესაფასებელია“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მსგავსი თემები