“ჩვენ არ გვაქვს ისეთი კომპეტენცია, რომ პატიმრები ციხიდან გავათავისუფლოთ” – კახა კალაძე

კახა კალაძის განმარტებით, შეთანხმება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ვერ იქნებოდა, რადგან მთავრობას პატიმრების გათავისუფლების კომპეტენცია არ აქვს.

„8 მარტის შეთანხმება რაც იყო, ეს საზოგადოებამ იხილა და იქ თეთრზე შავით წერია, რომ საერთოდ პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის და ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი კომპეტენცია, რომ პატიმრები გავათავისუფლოთ ციხიდან. მთავრობა ამას ვერ გააკეთებს. თუ ეს გადაწყვეტილება ზოგადად მიღებული იქნება, ამას იღებს პრეზიდენტი. შესაბამისად, ჩვენ ამ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით. რა პასუხისმგებლობაც გვაქვს აღებული, ეს არის მოცმული ამ შეთანხმებაში და ჩვენს აღებულ პასუხისმგებლობას აუცილებლად პირნათლად შევასრულებთ, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. არანაირი შეთანხმება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ ყოფილა. შეგიძლიათ მოისმინოთ თუ გინდათ ჩვენი თანაგუნდელების განცხადებები რა განცხადებები კეთდებოდა ამ შეთანხმებამდე, შეთანხმების შემდეგ და ასევე, მოისმინოთ ოპოზიციის განცხადებები, რომ ეს პოლიტპატიმრების თემა არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემის შეთანხმების ნაწილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები