„ჩვენ არაფერს ვმალავთ და ყველაფერს ვამბობთ, რომ დიახ, არის პანდემია“ – ამირან გამყრელიძე  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „ახალი კორონავირუსთან“ დაკავშირებით უნდა იყოს სიფხიზლე, თუმცა, პანიკა უადგილოა.

მან ჟურნალისტებს მიმართა, რომ მიეხმარონ სწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც პანიკას არ შეუწყობს ხელს.  

„მასმედიას მეოთხე ხელისუფლებას გიწოდებენ და ეს სწორედ ასეა. იმიტომ, რომ თქვენს ინფორმაციას, განსაკუთრებით, სწორ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რომელიც მოსახლეობამდე მიგაქვთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანაში პანიკა არ იყოს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს მაღალი სიფხიზლე, მაგრამ პანიკა არ უნდა იყოს. ჩვენ არაფერს ვმალავთ და ყველაფერს ვამბობთ, რომ დიახ, არის პანდემია და არის ინფექციის გავრცელების მეტი საშიშროება, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ და ამაში ჟურნალისტები უნდა მოგვეხმაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები