“ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს” – ჟიჟილაშვილმა და სანაიამ “ტვ პირველი” დატოვეს

ტვ “პირველის” წამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეარხი დატოვეს. ტელეარხი მათთან ერთად დატოვეს ამავე გადაცემის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა.

“მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებზებზე”, – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მსგავსი თემები