„ჩვენი ჩინოვნიკები იქ ჩავლენ, თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა აქვს” – დავით ჭიჭინაძე

„ჯობია ისევ აქ დარჩნენ და სახელმწიფოს  ფული მაინც არ დაიხარჯება“  – ასე ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის, „ტრიბუნა“, ლიდერი და საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი  დავით ჭიჭინაძე, საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„დღეს საქართველოს რეპუტაცია იმდენად შელახულია, რომ აშშ სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ, ისე მოიარა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, საქართველოში ორი საათიც კი არ შემოუვლია. როგორც ჩანს, იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის  უფრო მეტ პერსპექტივას ხედავენ, ვიდრე საქართველოსთან, თორემ მათ ამის ინტერესი რომ ჰქონოდათ,  ერთი-ორ საათიანი ვიზიტი და სიტუაციაში გარკვევა  პრობლემა არ იქნებოდა. ჩვენი ჩინოვნიკები იქ ჩავლენ, თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯობია ისევ აქ დარჩნენ და სახელმწიფოს  ფული მაინც არ დახარჯონ“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. პარლამენტის თავმჯდომარე, ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. 

მსგავსი თემები