“ჩვენი ქალბატონისთვის“ 1 დღეში 700 მილიონი შეგროვდა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად სპეციალური ანგარიში გაიხსნა, სადაც ქველმოქმედები თანხას დაუზოგავად რიცხავენ.

ქველმოქმედებით, ტაძრისთვის, ამ ეტაპზე, 700 მლნ ევროზე მეტი შეგროვდა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება.

„ჩვენ შემოქმედი ერი ვართ და ბევრის რეკონსტრუქცია მოგვიწევს. ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს და მას კიდევ უფრო ლამაზ ტაძრად ვაქცევთ. მსურს, რომ ეს სამუშაოები ხუთ წელიწადში დასრულდეს. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ… არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველაფერი, რაც საფრანგეთს წარმოადგენს, მისი სულიერი და მატერიალური შემადგენელი ნაწილი, შეიძლება დაზარალდეს და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

არსებული ინფორმაციით, ტაძრის რეკონსტრუქციას დაახლოებით 200 მილიონი ევრო დასჭირდება.

მსგავსი თემები