„ჩვენი სურვილი არ არის, მაგინებელ და მაწყევარ სასულიერო პირებთან ვასოცირდებოდეთ” – მღვდელ-მონაზონი

“ეკლესიას აქვს ნდობა, მაგრამ ამ ნდობას კითხვის ნიშნები გაუჩნდა დროთა განმავლობაში. საპატრიარქო დუმს, ჩემთვის ეს ცალსახაა. ალბათ, იმ პრობლემებზე მსჯელობას გაურბიან, რა პრობლემების წინაშეც დგას ეკლესია”, – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე ხმაურიანი პროცესები განიხილა.

მღვდელ-მონაზონი ანდრიას განცხადებით, საერო პირების მხრიდან სპეკულაციას წერტილი უნდა დაესვას. მისი თქმით, თუ სინოდი არ განიხილავს, იმ მოვლენებს რაც ბოლო პერიოდში ეკლესიის გარშემო განვითარდა, შესაძლოა ეკლესიის სანდოობას კითხვის ნიშნები გაუჩნდეს.

“ეკლესიაში სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი სპეკულაციებს. საერო ხალხი გამოდის ეკლესიის სახელით სატელევიზიო ეთერით და სხვადასხვა განცხადებები კეთდებოდა შეთქმულების თეორიებზე. როგორ შეიძლება შეთქმულების თეორიებზე ვისაუბროთ, როცა თავად სინოდის თავმჯდომარე არ გვეუბნება პასუხს, რატომ არ ინიშნება კრება და ამ პრობლემებზე, შიგნით რატომ არ ხდება მოგვარება თემების. ეკლესიას აქვს ნდობა, მაგრამ ამ ნდობას კითხვის ნიშნები გაუჩნდა დროთა განმავლობაში,” – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით: „ამ გარყვნილებაში მონაწილეობას არ ვღებულობთ. ჩვენი სურვილი არ არის, ვასოცირდებოდეთ მაწყევარ და მაგინებელ სასულიერო პირებთან“.

მსგავსი თემები