“ჩვენი პრობლემა არ არის” – ტრამპი სირიაში თურქეთის ოპერაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უარყოფს მოსაზრებას, რომ სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანამ ქურთები ბედის ანაბარა დატოვა, რუსეთი კი რეგიონში „ვაკუუმის შესავსებად შევიდა“.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ქურთები, რომლებიც ამერიკულ ჯართან ერთად იბრძოდნენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანგელოზები არ არიან. მისი თქმით, ისინი კარგად არიან დაცული და იციან, როგორ იბრძოლონ.

„სირია შესაძლოა, რაღაც დახმარებას იღებს რუსეთისგან და ეს ნორმალურია. თურქეთ-სირიის საზღვარზე არსებულ სიტუაციას აშშ-ისთვის ბრწყინვალედ განვიხილავ. ჩვენ პოლიციის აგენტები არ ვართ. დროა, სახლში დავბრუნდეთ. ვცდილობთ, შევაჩეროთ ომები. რუსეთს თუ სურს, სირიაში ჩართული იყოს, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები