“ჩვენი პრიორიტეტი იქნება აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარდგენაზე 2020 წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს, მთავარი ყურადღება დაეთმობა აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებებს.

” პარლამენტი მუშაობს 2020 წლის პრიორიტეტებზე, რომელსაც უახლოეს მომავალში კომიტეტებში, კონსულტაციების შემდეგ, ჩვენს საზოგადოებას წარვუდგენთ. მათ შორის განიხილება აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები, რომელიც უკეთ დაიცავს ბავშვებს და ახალგაზრდებს აზარტული თამაშების ზეგავლენისგან; შეზღუდავს თამაშებზე დაშვებას ასაკობრივად, ხოლო თამაშდამოკიდებულ პირებს და მათ ოჯახებს დაეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამ წუთებში, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშს წარადგე

მსგავსი თემები