„ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ანაკლიის პორტის, პროექტის ინიციატორი”- მამუკა ბახტაძე

„ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ამ პროექტის მისამართით,“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის რეალიზების ინიციატივა, მმართველ გუნდს ეკუთვნის, შესაბამისად, მათ კარგად ესმით მისი სტრატეგიული მნიშვნელობა. ბახტაძის თქმით, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხი ამ პროექტის განხორციელებასთან  არანაირ კავშირში არ არის.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშნელოვანი პროექტის ინიციატორი და რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მე თვითონაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე, საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ანაკლიის პორტის რეალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ამ პროექტის მისამართით,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები