„ჩვენი კომპანიისთვის რუსული ემბარგო დამაქცეველი არ იქნება“

„ჩვენი კომპანიისთვის რუსული ემბარგო დამაქცეველი არ იქნება“, – ასე გამოეხმაურა „წყალი მარგებელის“ დამფუძნებელი, ავთანდილ სვიმონიშვილი რუსულ ემბარგოს.

მისივე თქმით, რუსული ემბარგოს შემდეგ, მათ სხვა ბაზრის ათვისება დაიწყეს და რუსეთის წილი მხოლოდ 5-7%-ია.

„2006 წელს, როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა, მაშინ ძირითადად რუსულ ბაზარზე გაგვქონდა ჩვენი პროდუქტი. შემდგომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ცოტა ფრთხილად ვყოფილიყავით. შესაბამისად, დავიწყეთ სხვა ბაზრების ათვისება. ამჯერად, ძირითადად წარმოდგენილები ვართ დსთ-ს წევრი სხვა ქვეყნების ბაზარზე და როგორც უკვე ვთქვი, რუსეთის წილი დაახლოებით 5-7%-ია“, – განაცხადა სვიმონიშვილმა.

ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, ემბარგომ „ბორჯომი“ დააზარალოს.

“IDS Borjom-ის მფლობელი არის ფრიდმანი და გამოდის, რომ რუსები თავის თავს უფრო დააზარალებენ“, – დასძინა სვიმონიშვილმა.

მსგავსი თემები