“ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები” – ირაკლი ჩიქოვანი

„დგინდება ნოტარიუსების საქმიანობების განსხვავებული წესი, რომელსაც დაადგენს იუსტიციის სამინისტრო“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ირაკლი ჩიქოვანმა საჯარო სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვები განმარტა.  

„ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები, შენობების დემონტაჟი; ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.

მსგავსი თემები